Skip to content

Details

WordPress Meetup Tbilisi — პანელური დისკუსია

ამჯერად WordPress Meetup Tbilisi ფორმატს ცვლის.

სამი ინდივიდუალური გამოსვლის ნაცვლად გთავაზობთ პანელურ დისკუსიას WordPress სააგენტოების დირექტორების მონაწილეობით.

თემა:

„ვორდპრესის პოპულარიზაცია საქართველოში — პრობლემები და გამოწვევები“

WordPress მსოფლიოში ვებ-საიტების 40%-ზე მეტს ამუშავებს.

მაგრამ როგორია მისი რეალური მდგომარეობა საქართველოში?

დისკუსიის ფარგლებში განვიხილავთ:

  • სად არის WordPress დღეს საქართველოში?
  • WordPress-ეკოსისტემის ერთიანი პოზიციონირება და ავტორიტეტის გაძლიერება;
  • სტრუქტურირებული სტრატეგიული საუბარი WordPress ეკოსისტემაზე;
  • WordPress და AI: მომავლის სტრატეგიული მიმართულებები.

დისკუსია იქნება ღია და ინტერაქტიული — მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან კითხვები და ჩაერთონ საუბარში.

ეს შეხვედრა საინტერესო იქნება:

  • WordPress დეველოპერებისთვის
  • ფრილანსერებისთვის
  • სააგენტოების წარმომადგენლებისთვის
  • სტუდენტებისთვის
  • ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ვებ-ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში

მოდი, ერთად ვისაუბროთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია —
როგორ გავაძლიეროთ WordPress ეკოსისტემა საქართველოში და როგორ შევქმნათ მდგრადი პროფესიული გარემო.

Related topics

Events in T'bilisi, GE
WordPress for Business
WordPress Developers

Sponsors

Woo

Woo

Woo is the leading open-source ecommerce platform, built on WordPress.

Jetpack

Jetpack

Safer, faster WordPress.

WordPress com

WordPress com

We're a hosted version of the open-source software

You may also like