Moovit meetup in Tbilisi

Details
Moovit-ი საქართველოში პირველად მართავს მოხალისეთა შეკრებას, რათა გავაუმჯობესოთ და მეტად მარტივი გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
ჩვენი პირველი შეხვედრა გაიმართება 30 ივნისს თბილისში, რათა მოვაგროვოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და მოპოვებული მასალები შევადაროთ უკვე არსებულს, განვსაზღვროთ ავტობუსის გაჩერებების ზუსტი ადგილმდებარეობა, დავაზუსტოთ მეტროს ამოსასვლელების რაოდენობა, დავამატოთ ახალი ხაზი/ები და რა თქმა უნდა ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.
ქალაქში შეხვედრისა და სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველანი შევიკრიბებით სამხარზე (Lunch) რათა უფრო ვრცლად ვისაუბროთ და უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი (Moovit-ი ფარავს სამხარზე გაწეულ ყველა ხარჯსს)
პ.ს პირველი სამი მონაწილე Moovit-ისგან მიიღებს ბრენდირებულ მაისურებს

Moovit meetup in Tbilisi