Cyber Hackathon 2019

Are you going?

Respond by 9:00 PM on 12/19.

173 spots left.

Share:

Merab Kostava Street

Merab Kostava St · T'bilisi

How to find us

მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, V სართული, საკონფერენციო დარბაზი ოთახი №501

Location image of event venue

Details

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT-GOV-GE) პარტნიორებთან - არაკომერციულ ორგანიზაცია „OWASP“-თან და „საქართველოს უნივერსიტეტთან“ ერთად 20-21 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტში გამართავს კიბერ ჰაკათონს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ვებ-აპლიკაციებზე და კიბერუსაფრთხოებაზე დაფუძნებულ ღია კოდის მქონე უსაფრთხოების პროგრამებს შექმნიან.

ჰაკათონის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ თავიანთი ცოდნა პრაქტიკულ გარემოში, კონკრეტული პროგრამების შექმნის პროცესში გამოსცადონ. ჰაკათონის დასასრულს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან როგორც საჯარო, ისე კერძო და საგანმანათლებლო სექტორის დარგის სპეციალისტები, საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს გამოავლენენ, რომლებსაც პრიზები გადაეცემათ.

ჰაკათონი ორ დღეს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ინდივიდუალურად დარეგისტრირებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ასევე საჯარო, კერძო და საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლები.

კიბერჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს, რომელსაც გააჩნია სურვილი და იდეა შექმნას კიბერუსაფრთხოების თემატიკასთან დაკავშირებული პროდუქტი. კიბერჰაკათონში მონაწილეობა დაინტერესებული პირებისათვის გახლავთ უფასო.

კიბერჰაკათონში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩამოაყალიბონ მაქსიმუმ 3 წევრისგან შემდგარი გუნდი და წარმოადგინონ შესაბამისი პროექტი 21 დეკემბერს. გუნდი შეიძლება ასევე შედგებოდეს 1 ან 2 მონაწილისგან.

„ჰაკათონის პრინციპი ზუსტად მიესადაგება ჩვენი ღონისძიების მიზანს. ჩვენი სურვილია, რომ ყველას, მათ შორის განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მივცეთ საშუალება თავიანთი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები კონკურენტულ გარემოში გამოსცადონ და შექმნან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროგრამა, რომელიც კიბერუსაფრთხოების თემატიკაზე იქნება დაფუძნებული. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამები ღია კოდზე იქმნება, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ პირსა თუ ორგანიზაციას შეეძლება. მსგავსი ტიპის ღონისძიება ხელს უწყობს ახალგაზრდებში პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებების პოპულარიზაციას, რაც, თავის მხრივ, ზოგადად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი“, - დავით ქვათაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის (CERT-GOV-GE) მენეჯერი.

“ჰაკათონის იდეა მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად ჩამოყალიბდა და მისი მთავარი მიზანია, რომ ახალგაზრდებს გაუღრმავდეთ პრაქტიკული ცოდნა პროგრამირებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. აღნიშნული ღონისძიება იქნება მათთვის ახალი გამოწვევა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა როგორც საკუთარი იდეების განხორციელების, ასევე დასმული ამოცანების გადაჭრის გზების მოძიებას კონკრეტულ სივრცესა და დროში.

საქართველოს უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს სხვადასხვა სახით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ნებისმიერი ტიპის გამოწვევას, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს გაიღრმაოს ცოდნა იმ საკითხების მიმართ, რომელიც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.“ - სულხან სულხანიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსი.