Skip to content

ProductTank Tbilisi | November 27, 2020

Photo of Hayk Asriyants
Hosted By
Hayk A. and 2 others
ProductTank Tbilisi | November 27, 2020

Details

ProductTank არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველას, ვისაც მეტის გაგება სურს პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 ქალაქს აერთიანებს.

ProductTank Tbilisi-ს შემდეგი შეხვედრა ჩატარდება პარასკევს, 27 ნოემბერს, 20:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში - Zoom-ში და Facebook-ის ლაივ სტრიმში.

შეხვედრის თემაა UX კვლევა. სპიკერები:

  • თამუნა წიკლაური, UX Researcher, Adjarabet
    თამუნა ისაუბრებს მომხმარებელთა პერსონებსა და მათ გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში.

  • გუა ტაბიძე, Product Owner, Adjarabet
    გუა დაგვაფიქრებს თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და ჰიპოთეზების ვალიდაციას.

ღონისძიების მოდერატორია მარიამ ხუნძაყიშვილი, Intrro-ს მთავარი UX დიზაინერი.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას meetup.com-ზე, რის შემდეგაც მეილზე მიიღებთ ივენთზე დასასწრებ Zoom-ლინკს.

ასევე, შეიხლება ლაივ სტრიმის ნახვა ProductTank Tbilisi-ს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/ProductTankTbilisi

ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით.

Photo of ProductTank Tbilisi group
ProductTank Tbilisi
See more events