Skip to content

Details

აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა სტარტაპისთვის ზრდისა და პროდუქტის განვითარების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.

ProductTank Tbilisi-ს შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ ვუმასპინძლებთ 3 ქართულ სტარტაპს, რომელთაც გაიარეს 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში. Stack-მა, ასევე, მონაწილეობა მიიღო 500 Startups-ის სან-ფრანცისკოს სათაო აქსელერაციის პროგრამაში (27-ე გამოშვებაში), ხოლო Payze და Cargon შეირჩნენ სან-ფრანცისკოში 2-კვირიანი პროგრამის გასავლელად, რომლის მიზანიც სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაზრდის ხელშეწყობაა.

სპიკერები:
▪️გეგა წურწუმია, Payze-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი

▪️ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

▪️დავით გავაშელი, Stack-ის თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი

მოდერატორი:
ნიკოლოზ გოგოჭური, VRex Immersive-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული.

გელოდებით 12 ივლისს, Fabrika-ს სახურავზე, 20:30 საათზე.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ უსაფრთოხების რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ 50 დამსწრეს შეგვიძლია ვუმასპინძლოთ, ასე რომ, გთხოვთ თქვენი დასწრება დაადასტუროთ (RSVP/Attending).

ProductTank Tbilisi ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროს მიერ. Ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, 500 Georgia, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი და Dunkin'.

Members are also interested in