Skip to content

Details

აქსელერაციის პროგრამაში მოხვედრა სტარტაპისთვის ზრდისა და პროდუქტის განვითარების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა.

ProductTank Tbilisi-ს შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ ვუმასპინძლებთ 3 ქართულ სტარტაპს, რომელთაც გაიარეს 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა საქართველოში. მათ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სან-ფრანცისკოში 2-კვირიან პროგრამაში, რომლის მიზანიც სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაზრდის ხელშეწყობაა.

სპიკერები:
▪️გეგა წურწუმია, Payze-ს თანადამფუძნებელი და თანადირექტორი
▪️ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
▪️დავით ყაველაშვილი, Digital Area-ს უფროსი პორტფელის მენეჯერი

მოდერატორი:
ნოდო ივანიძე, WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული.

გელოდებით 26 ნოემბერს, მოძრაობის თეატრში, 19:00 საათზე.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ უსაფრთოხების რეგულაციების მიხედვით, მხოლოდ 100 დამსწრეს შეგვიძლია ვუმასპინძლოთ, ასე რომ, გთხოვთ თქვენი დასწრება დაადასტუროთ (RSVP/Attending).

ProductTank Tbilisi ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროს მიერ. Ჩვენი პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, 500 Georgia, ქარი და Dunkin'.

Related topics

Events in თბილისი, GE
Lean Startup
User Experience

You may also like