კრიპტოვალუტის მაინინგი და სისტემები


Details
მითაფი ტარდება კომპანია OGD-ს მიერ, Blockchain Georgia-ს მხარდაჭერით.
შეხვედრისას ჩვენ განვიხილავთ:
• კრიპტოვალუტა - მისი უშუალო ახსნა, თუ რას წარმოადგენს იგი. კრიპტოვალუტის ეკონომილური ღირებულება და მისი დეცენტრალიზებული არსებობა.
• კრიპტოვალუტის მოპოვება. ძირითადი კონცეპცია, თუ როგორ მოიპოვება კრიპტოვალუტა და რის ხარჯზე ხდება მისი გამომუშავება.
• რამდენიმე მოდელის ვიდეო ბარათის წარდგენა, მათი უშუალო მოგება/წაგება. როგორ იდგმება «რიგი» და რამდენიმე რჩევა ‘’რიგის’’ ადგილმდებარეობის შესახებ.
• რიგის სტილი. როგორ ყენდება გაგრილების სისტემა და რიგის წყობა. საუბარი იქნება უშუალოდ რიგის აწყობის მასალაზე და ძირეულ გეგმაზე.
• სრული პროექტის გეგმიური წარდგენა, პროექტირების ფასი, IT-ს მიერ შესასრულებელი გეგმა და ყოველთვიური მონიტორინგის არსი.
გელოდებით ყველას!
UPD
მეგობრებო,
მაღალი ინტერესის გამო, შეხვედრა 2 ნაკადათ იქნება დაყოფილი
პირველი ნაკადის დასაწყისი 18:00
მეორე ნაკადი 18:45-სთვის იგეგმება (სავარაუდო დრო. დამოკიდებულები ვართ პირველი შეხვედრის ხანგრძლივობაზე).
გთხოვთ გაითვალისწინოთ.

კრიპტოვალუტის მაინინგი და სისტემები