Info Session: International Quant Championship 2026 – Georgia
Details
გაინტერესებს ფინანსები, ტრეიდინგი ან მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება? გინდა, გაიგო, როგორ მუშაობს Quant საყმარო და როგორ შეგიძლია გახდე მისი ნაწილი?
მაშინ რაოდენობრივი (Quant) ფინანსური მოდელირების გლობალური კონკურსი შენთვისაა. კონკურსს WorldQuant ყოველწლიურად ატარებს, საქართველოში კი წელს პირველად, ფორსეტთან თანამშრომლობით შემოდის.
კონკურსის ფარგლებში, მონაწილეები ქმნიან ფინანსურ მოდელებს (Alpha), რომლებიც, ბაზრის ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფასების ცვლილებებს პროგნოზირებენ. საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კი სხვადასხვა პრიზს მიიღებენ.
დარეგისტრირდი ონლაინ საინფორმაციო სესიაზე და გაიგე მეტი საერთაშორისო კონკურსის შესახებ: https://us06web.zoom.us/.../register/O-AyXj7kQ2uopBIbCjoSNg
როდის: 29 აპრილი, 19:00 საათი.
სად: ონლაინ, პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
საინფორმაციო სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
საინფორმაციო სესიაზე დეტალურად მოგიყვებით:
- რა არის რაოდენობრივი (Quant) ფინანსური მოდელირების გლობალური კონკურსი;
- რას ნიშნავს Alpha მოდელების შექმნა;
- როგორ მუშაობს WorldQuant Brain პლატფორმა
- ვის შეუძლია მონაწილეობა კონკურსში და რა ტიპის ცოდნაა საჭირო ამისთვის;
- როგორ გაიარო რეგისტრაცია და რა ეტაპებს მოიცავს კონკურსი;
- სად შეგიძლია მოიძიო დამატებითი სასწავლო რესურსები;
- რა შესაძლებლობებს და პრიზებს გთავაზობს კონკურსი.
კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, საკვალიფიკაციო რაუნდიდან გლობალურ ფინალამდე. ის მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და ჩაერთონ საერთაშორისო პროფესიულ ქსელში.
გამორჩეულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:
- გაემგზავრონ გლობალური ფინალისთვის სინგაპურში;
- ისარგებლონ კარიერული შესაძლებლობებით WorldQuant BRAIN-ში (სტაჟირებები და სრულგანაკვეთიანი პოზიციები);
- მიიღონ ფულადი პრიზები (სულ 100 000 $ საპრიზო ფონდი).
ჩემპიონატზე რეგისტრაცია შესაძლებელია ინდივიდუალურად ან გუნდურად. საჭიროა, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.
რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენი გუნდიც, სადაც მაქსიმუმ 4 ადამიანი შეიძლება იყოს. აუცილებელია, გუნდის ყველა წევრი იყოს ერთი და იმავე უნივერსიტეტის სტუდენტი, კურსდამთავრებული ან ფაკულტეტის წევრი.
თუ გინდა ახალი უნარების განვითარება, საერთაშორისო გამოცდილება და რეალურ მონაცემებზე მუშაობა - ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
დარეგისტრირდი ინფო სესიაზე და დაიწყე შენი გზა Quant სამყაროში.
