Skip to content

About us

მე ქართველი დედა ვარ და უკვე ათ წელზე მეტია ფილადელფიაში ვცხოვრობ. რადგან ქალაქის ცენტრთან ახლოს ვცხოვრობ და იშვიათად მაქვს შესაძლებლობა სხვა ქართველ დედებს შევხვდე, გადავწყვიტე შემექმნა სივრცე, სადაც ერთმანეთს გავიცნობთ, დავმეგობრდებით და გამოცდილებას გავუზიარებთ.

შეხვედრები გაიმართება თვეში 2-ჯერ, შუადღის 12:00 საათზე, რესტორან "საქართველოში" (705 Chestnut St., Philadelphia, PA 19106).

ეს იქნება თბილი და მეგობრული გარემო ქართველი დედებისთვის, რომლებიც ფილადელფიასა და მის შემოგარენში ცხოვრობენ. აქ შეგვეძლება ვისაუბროთ ამერიკაში დედობის გამოცდილებაზე, გავუზიაროთ ერთმანეთს რჩევები და მხარდაჭერა, შევიძინოთ ახალი მეგობრები და შევქმნათ მყარი კავშირები.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ერთად გავატაროთ სასიამოვნო დრო, ბევრი ვიცინოთ, დავმეგობრდეთ და ამავდროულად დავაგემოვნოთ ავთენტური ქართული სამზარეულო.

იმედი მაქვს, მალე პირადად გაგიცნობთ და ერთად შევქმნით თბილ და მხარდამჭერ საზოგადოებას ქართველი დედებისთვის ფილადელფიაში.

გელოდებით!

Upcoming events

1

See all

Group links

Organizers

Photo of the user Mzisa
Mzisa

Members

1
See all
Photo of the user Mzisa

Related topics