Skip to content

Details

უკვე ორი წელია, რაც თბილისში ProductTank-ის შეხვედრებს ვაორგანიზებთ. ProductTank Tbilisi არის ადგილი პროდუქტების მენეჯერების, დიზაინერების, დეველოპერებისა და იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეტის გაგება სურს პროდუქტების მენეჯმენტის შესახებ.

ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ქომიუნითი მნიშვნელოვნად გაიზარდა (და უკვე 1700 ვართ!), ერთმანეთს ვუზიარებდით ცოდნას და ვეხმარებოდით კარიერულ ზრდასა და ცვლილებაში, ასევე, ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა ახალი გუნდები და შეიქმნა სტარტაპები. ისინი ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც ადამიანებს უყვართ.

ჩვენს მორიგ შეხვედრაზე მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ. შეხვედრის თემაა პრიორიტეტიზაცია და ჩვენი სპიკერები არიან:

  • სოფიო გაჩეჩილაძე, აჭარაბეთის UX თრაიბის ლიდერი
    თემა: დაუნდობელი პრიორიტეტიზაცია (Ruthless Prioritization)
    სოფიო ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ვანიჭებთ პრიორიტეტს სხვადასხვა ფუნქციონალის განვითარებას და რა ასპექტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება პრიორიტეტიზაციის პროცესში. იგი გაგვიზიარებს აჭარაბეთის პროდუქტის გუნდის მიერ შემუშავებულ ინსტრუმენტებსა და შაბლონებს პრიორიტეტიზაციის გასაუმჯობესებლად.

  • ზურა ფაჩოშვილი, ANATOMY 16-ის თანადამფუძნებელი
    თემა: პრიორიტეტები MVP-ის გარშემო
    ზურა ისაუბრებს იმაზე, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება MVP-ის დადგენამდე და როგორ ავარჩიოთ MVP.

ღონისძიების მოდერატორია ნოდო ივანიძე, WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 23 დეკემბერს, 20:00 საათზე - Zoom-ში და Facebook-ის ლაივსტრიმში ჩვენს გვერდზე: https://www.facebook.com/ProductTankTbilisi

გამოსვლების შემდეგ, Zoom-იდან და Facebook ლაივიდან გადავინაცვლებთ Wonder-ზე, რომელიც არის სპეციალური პლატფორმა ვირტუალური ნეთვორქინგისთვის.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას meetup.com-ზე.

ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით.

Members are also interested in