WordPress Tbilisi Meetup: ჩვენი პირველი შეხვედრა!
Details
გლობალური ტრადიციის გაგრძელება
WordPress-ის წარმატებული Meetup-ების სერია, ქართველი მოხალისეებისა და კონტრიბუტორების ინიციატივით, სტარტს საქართველოშიც იღებს.
WordPress Tbilisi Meetup-ის ფარგლებში პირველი ღონისძიება 22 ნოემბერს, 15:00 საათზე, ღია, მეგობრულ და ინსპირაციულ გარემოში გაიმართება.
მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №32. წიგნის სახლი „ლიგამუსი”, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/arTuW
WordPress Tbilisi Meetup-ის პირველ ღონისძიებაზე მსმენელებს ცოდნას და გამოცდილებას დიმიტრი გოგელია გაგვიზიარებს!
სწორედ დიმიტრის და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი ქართული WordPress Community-ის მშენებლობასა და WordPress Tbilisi Meetup-ის ორგანიზებას. სასაუბრო თემა: “WordPress 101 — ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ WordPress-ის შესახებ.”
WordPress Tbilisi Meetup-ის პირველ ღონისძიებაზე მორიგი საინტერესო თემით მსმენელის წინაშე გეგა კუპრეიშვილი წარდგება!
გეგა საქართველოში #1 Enterprise WordPress სააგენტოს, Webintelligence-ის დამფუძნებელი და დირექტორია. მას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოში WordPress-ის პოპულარიზაციასა და Meetup-ების სერიის წამოწყებაში.
სასაუბრო თემა: "Enterprise WordPress"
წარმოგიდგენთ WordPress Tbilisi Meetup-ის მესამე სპიკერს — დავით მაჭახელიძეს!
დავითი გამოცდილი DevOps ინჟინერი და დეველოპერია.
იგი გვესაუბრება ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა:
Cloud to Self-Hosting: რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი ინფრასტრუქტურა
უთავო მხედარი: Headless WordPress + Next.js
