შეხვედრის მთავარი თემა არის rmarkdown-ის გამოყენება. შევქმნით ახალ პროექტს. მარტივი მაგალითების გამოყენებით ავაგებთ rmarkdown-ის ფაილებს Rstudio-ს პროგრამაში. knit ბრძანებით ვნახავთ როგორ უნდა შევქმნათ ახალი ვორდის დოკუმენტი და ახალი პრეზენტაცია, რომლებშიც მოსახერხებელი გზით იქნება წარმოჩენილი ჩვენს მიერ ჩატარებული მარტივი ანალიზის სრული სურათი.