Skip to content

Details

შეხვედრის მთავარი თემა იქნება კომპანიის შიდა გამოყენებისთვის R პაკეტის შექმნა. ვისაუბრებთ სამ ძირითად თემაზე:

  1. რა ტიპის კომპანიას შეიძლება დასჭირდეს საკუთარი R პაკეტი და რა არის მთავარი ასეთი პაკეტის შექმნისას. განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევას, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კვლევების კომპანიის "კანტარ"-ის მაგალითზე.

  2. განვიხილავთ სტატისტიკურ მეთოდს რომლის მიხედვითაც შეიქმნა კონკრეტული R პაკეტი ამ კომპანიისთვის. აღნიშნული მეთოდის მიზანია დიდი კითხვარების მოდულარიზაცია (დაყოფა) მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების და არარსებული მონაცემების რაოდენობის შემცირების მიზნით. აღნიშნული მეთოდის საჭიროებას განვიხილავთ სხვადასხვა საუკეთესო გამოცდილებების მაგალითზე.

  3. კონკრეტული მონაცემების და კითხვარის მაგალითზე გამოვიყენებთ აღნიშნულ R პაკეტს და ვისაუბრებთ მის ძირითად ფუნქციებზე.

შეხვედრას ჩაატარებს ნუცა აბაზაძე. ნუცამ ახლახანს დაამთავრა სამაგისტრო პროგრამა Survey Statistics გერმანიაში, ბამბერგის უნივერსიტეტში. სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში მან შექმნა R პაკეტი ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო კვლევითი კომპანიისთვის. ამასთანავე მას აქვს 2 წლიანი გამოცდილება კვლევითი და საკონსულტაციო მიმართულებით.

The meetup will be hosted by Nutsa Abazadze, the working language will be Georgian.

Members are also interested in