ვებ-მონაცემთა მოპოვება R-ით
Details
დღეს უამრავი რესურსი არსებობს მონაცემთა მოსაპოვებლად. არის ვებ გვერდები სადაც ღიად აზიარებენ მზა მონაცემთა ბაზებს. ასევე, ბევრი დიდი კომპანია უადვილებს მომხმარებელს მონაცემთა გამოყენებას მოსახერხებელი API-ებით. თუმცა, ვებ სივრცის დიდი ნაწილის მონაცემთა მადანი მაინც რჩება შედარებით ნაკლებად ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე ვისაუბრებთ R-ის rvest პაკეტის გამოყენებაზე ასეთ მონაცემთა მოსაპოვებლად. განვიხილავთ ამ პროცესის კომპონენტებს კონკრეტულ მაგალითზე.
შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე და მას უმასპინძლებს ანა მამათელაშვილი. ანა არის მათემატიკოსი, მუშაობს მელბურნის უნივერსიტეტში და ძალიან უყვარს R, პითონი, ველოსიპედით სიარული და ბუნებრივი ენის დამუშავება.