ტვიტერის ტექსტის ანალიზი R-ის დახმარებით
Details
შეხვედრის თემა იქნება: ტვიტერის ტექსტის ანალიზი R-ის დახმარებით (ირაკლი ქავთარაძე, Z.axis).
ტვიტერის პოსტები საჯაროა, ამიტომ საკითხის გარშემო დისკუსიები
ხელმისაწვდომი და ანალიზისთვის მოსახერხებელია. R-ის რამდენიმე პაკეტი დაგვეხმარება ტვიტების გადმოწერაში (rtweet), მონაცემების გასუფთავებაში (dplyr), ტექსტის ანალიზსა (tidytext) და ვიზუალიზაციაში (ggplot2). ვნახავთ რომელიმე საკითხის გარშემო რომელი სიტყვები გამოიყენება ყველაზე ხშირად და როგორია მათი ვალენტობა (პოზიტიური/ნეგატიური).
შენიშვნა: ტვიტების გადმოსაწერად საჭიროა დეველოპერის ანგარიშისა და აპის შექმნა. ამისთვის მიჰყევით ინსტრუქციას:
https://cran.r-project.org/web/packages/rtweet/vignettes/auth.html
სემინარი დაიწყება თბილისის დროით 12.00 საათზე.
Zoom-ის ლინკის მისაღებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე: https://tinyurl.com/yb9ohybn .
Zoom-ის ლინკს მიიღებთ შეხვედრის დღეს. შეხვედრა ქართულ ენაზე იქნება.