კოვიდ 19-ის მონაცემთა ბაზის ანალიზი, ვიზუალიზაცია და ანიმაცია
Details
შეხვედრის მიზანი:
შეხვედრაზე გამოვიყენებთ Johns Hopkins University-ს მიერ შექმნილ კორონავირუსის მუდმივად განახლებად მონანცემთა ბაზას, რომელიც ყველა ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მონაცემს მოიცავს.
coronavirus-ის და dplyr-ის პაკეტების მეშვეობით გადმოვწერთ და გავაანალიზებთ საქართველოში არსებულ შემთხვევებს (დადასტურებული, გამოჯანმრთელებული, გარდაცვლილი) 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ კი, ggplot2 და gganimate პაკეტების საშუალებით ამ მონაცემების გრაფიკულ ვიზუალიზაციას და ანიმაციას შევქმნით.
სპიკერი:
ნინო გუგუშვილი: პიროვნების და სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი ტარტუს უნივერსიტეტსა და მაასტრიხტის უნივერსიტეტში. მონაცემების, რაოდენობრივი კვლევის და R-ის ენთუზიასტი.
შემდეგ შეხვედრებზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ მოცემულ ლინკზე:
https://docs.google.com/forms/d/1GjOFaFK4-vGjZFCgOgpZ9qy3Y-kOURbr_hC53uJhy7M/