Skip to content

Details

ნუცა ნანუაშვილი კოგნიტური ნეირომეცნიერების მაგისტრია ამსტერდამის უნივერსიტეტიდან (Institute of Interdisciplinary Studies, University of Amsterdam). ის ხშირად იყენებს R -ს, როგორც სამაგისტრო კვლევით პროექტებში, ასევე პირადი პროექტების განსახორციელებლად.

შეხვედრაზე ნუცა მონაცემთა მანიპულაციისა და ორგანიზაციის საშუალებებზე ისაუბერებს. ძირითადად გამოვიყენებთ tidyverse პაკეტებს, განსაკუთრებით განვიხილავთ ფუნქციებსა და სხვადასხვა ხერხს tidyr, dplyr და შესაძლოა, purrr და lubridate პაკეტებიდან.

ნუცა ასევე ისაუბრებს, თუ როგორ დავათვალიეროთ მონაცემები, რას ნიშნავს მოწესრიგებული მონაცემები და თუ საჭიროა, როგორ შევცვალოთ ფორმა და ცვლადის ტიპები, ეფექტური ანალიზისთვის.

შეხვედრაზე გამოვიყენებთ საჯარო მონაცემებს პინგვინებზე - Palmerpenguins

წყარო:
Horst AM, Hill AP, Gorman KB (2020). palmerpenguins: Palmer Archipelago (Antarctica) penguin data. R package version 0.1.0. https://allisonhorst.github.io/palmerpenguins/. doi: 10.5281/zenodo.3960218.

შემდეგ შეხვედრებზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ მოცემულ ლინკზე:
https://bit.ly/3hWeY7Z

Members are also interested in